Accessibility links

კონსერვატიული პარტია ბიძინა გიორგობიანის საქართველოსთვის გადაცემის წინააღმდეგია


კონსერვატიულმა პარტიამ ესპანეთისა და გერმანიის მთავრობებს მოუწოდა, ბიძინა გიორგობიანი საქართველოს არ გადასცენ. სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი, რომელიც გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრით სარგებლობს, ესპანეთის პოლიციამ 21 აგვისტოს დააკავა. გიორგობიანს, რომელსაც ბრალად ედება თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ქართველი სამართალდამცავები ინტერპოლის მეშვეობით ეძებდნენ. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა გიორგობიანის დევნა გრძელდება მას შემდეგ, რაც მან ვანო მერაბიშვილი და დათა ახალაია ედუარდ კოკოითისთან ერთად ხე-ტყით უკანონო ვაჭრობაში ამხილა.
XS
SM
MD
LG