Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთის ბრალდება აბსურდულია


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ ბრალდებას იმის შესახებ, რომ მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან სამი წლისთავზე, 26 აგვისტოს, თბილისი დევნილების მონაწილეობით გეგმავს პროვოკაციულ მშვიდობის მარშს. სააგენტო ”ახალი ამბები” - საქართველოს შეკითხვის საპასუხოდ გამოქვეყნებულ კომენტარში სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთის ბრალდება აბსურდულია, რადგან ქართული მხარე მსგავს აქციას არ გეგმავს, რაც ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიამაც დაადასტურა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგანგაშოა, რომ რუსეთი ამზადებს ფონს შემდგომი პროვოკაციებისა და რეგიონში არსებული ისედაც რთული სიტუაციის ესკალაციისათვის. სამინისტროს კომენტარის თანახმად, საქართველო რუსეთის უსაფუძვლო ბრალდებებს შეეჩვია და სერიოზულად აღარ აღიქვამს, თუმცა განაგრძობს მოვლენათა განვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას.
XS
SM
MD
LG