Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის საკონტაქტო ჯგუფმა ლიბიის ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა


ლიბიის საკონტაქტო ჯგუფმა, რომელიც აერთიანებს 28 სახელმწიფოს, ასევე გაეროს, ევროკავშირს, ნატოს, აფრიკის კავშირს, ისლამური კონფერენციის ორგანიზაციას, არაბულ ლიგას და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს, შეხვედრა გამართა დღეს სტამბოლში, რათა ეჩვენებინა საერთაშორისო თანამეგობრობის მზადყოფნა, რომ მხარს უჭერს ლიბიელ ხალს. შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ დელეგაციებმა ხაზი გაუსვეს მეამბოხეთა ეროვნური გარდამავალი საბჭოს საფინანსო საჭიროებას; მათ მოწოდება გამოთქვეს ლიბიის საბანკო ანგარიშების გაყინვის სასწრაფო წესით გაუქმებისკენ. ლიბიაში ბრძოლა გრძელდება, მუამარ კადაფი გაუჩინარდა და ამ დროს კი, მეამბოხეები ცდილობენ პოზიციები გაიმაგრონ ტრიპოლიში.
XS
SM
MD
LG