Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა. ადგილობრივი დროით 20 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები და დაიწყო ხმების დათვლა. როგორც ადგილობრივი ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყობინება, არჩევნები შემდგარად ჩაითვალა, ვინაიდან მასში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 70%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნებს 100-ზე მეტი დამკვირვებელი მეთვალყურეობს 21 სახელმწიფოდან. მათი თქმით, არავითარი სეროზული დარღვევა არ დაფიქსირებულა. არჩევნებში კენჭს იყრიან ალექსანდრ ანქვაბი, რაულ ხაჯიმბა და სერგეი შამბა.
XS
SM
MD
LG