Accessibility links

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას გამართავს


საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას დღეს გამართავს ბელგიის ნაკრებთან. ლიტვის ქალაქ კლაიპედაში შეხვედრა თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები იასპარეზებს D ჯგუფში სლოვენიის, რუსეთის, ბელგიის, ბულგარეთისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად. მწვრთნელ იგორ კოკოშკოვის გუნდის შემადგენლობაში არიან: გიორგი გამყრელიძე, ვლადიმერ ბოისა, ანატოლი ბოისა, ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, თორნიკე შენგელია, მარკიზ ჰაინსი, გიორგი შარაბიძე, ლაშა ფარღალავა. ჯგუფური ეტაპი კლაიპედაში 5 სექტემბერს გაიმართება და, სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, მოახერხებენ თუ არა ქართველი კალათბურთელები დასკვნით ეტაპზე გასვლას. კლაიპედაში ევროპის ჩემპიონატი 18 სექტემბერს დასრულდება.
XS
SM
MD
LG