Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თავისუფალმა დემოკრატებმა" თბილისში დასუფთავების გადასახადის გაზრდა გააპროტესტეს


თბილისში დასუფთავების გადასახადის გაზრდა მერიასთან გააპროტესტეს "თავისუფალმა დემოკრატებმა." თბილისის საკრებულოს წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გადასახადი ზოგიერთ შემთხვევაში მოქალაქეებისთვის სამჯერ გაიზარდა, მას შემდეგ, რაც დასუფთავების ტარიფი დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით ითვლება და ყოველ კილოვატსაათზე 5 თეთრს შეადგენს. ”თავისუფალი დემოკრატების” შეფასებით, ზამთრის პერიოდში დასუფთავების გადასახადი კიდევ უფრო გაიზრდება. თავის მხრივ, საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა კოკი იონათამიშვილმა კვლავ გაიმეორა მმართველი პარტიის პოზიცია, რომ დასუფთავების ახალი გადასახადი სოციალური სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. იონათამიშვილის მტკიცებით, თბილისში 200 ათას აბონენტს დასუფთავების გადასახადი შეუმცირდა.
XS
SM
MD
LG