Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი სირიის მიმართ სანქციების წინააღმდეგია


მოსკოვის გამოვიდა სირიის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული ცალმხრივი სანქციების წინააღმდეგ. ამის შესახებ დუშამბეში განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რომელმაც თქვა, რომ ასეთი სანქციები ყოველგვარი კრიზისის მიმართ პარტნიორულ მიდგომას ანადგურებს. ევროკავშირმა გაამკაცრა სირიის მიმართ სანქციები, რომლებიც დღეიდან შედის ძალაში, და რომლებიც კრძალავს სირიის ნავთობის იმპორტ . გაფართოვდა ასევე სია სირიის ფირმებისა, რომლებთანაც ევროპელებს აეკრძალათ ვაჭრობა და პირებისა, რომლებსაც ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. მათვე გაუყინეს საბანკო აქტივები ევროკაშირში.
XS
SM
MD
LG