Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუშერის ბირთვულმა ელექტროსადგურმა ირანის ენერგოსისტემისთვის დენის მიწოდება დაიწყო


ირანის „ისნას“ სააგენტოს თანახმად, დღეს ამ ქვეყნის პირველმა ბირთვულმა ელექტროსადგურმა, ბუშერმა, დაიწყო ელექტროდენის მიწოდება ქვეყნს ენერგოსისტემისთვის. ცნობით, სადგური შაბათს გვიან საღამოს ჩაირთო. ირანის ატომური უწყების წარმომადგენლის, ჰამიდ ხადემ ქაემის თანახმად, ოფიციალური ინაუგურაციის დროს, 12 სექტემბერს, სადგური თავისი შესაძლებლობის 40 პროცენტით იმუშავებს. ბუშერის სადგურის მშენებლობა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო გერმანულმა ფირმამ „სიმენსმა“. შემდეგ მუშაობა შეწყდა და მისი გაგრძელება რუსეთმა იკისრა,რასაც მუდმივი გაჭიანურება მოჰყვა. ირანს დასავლეთმა საერთაშორისო სანქციები დაუწესა იმ შეშფოთების გამო, რომ თეირანის ბირთვული პროგრამა იარაღის შექმნას ესწრაფვის. ირანი ბრალდებას უარყოფს. საერთაშორისო ატომურმა უწყებამ გამოაქვეყნის ანგარიში, სადაც წერია, რომ დაზვერვის ვარაუდით, ირანი მალულად განაგრძობს ბირთვული იარაღის განვითარებას.
XS
SM
MD
LG