Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი გამოიძიებს წამების თაობაზე მის მიმართ ლიბიის ბრალდებებს


ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ის გამოიძიებს ბრალდებებს, რომ ეს ქვეყანა ლიბიისთვის ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების გადაცემაში იყო ჩართული. ეს ნაბიჯი მოჰყვა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური „ემ-აი 6“ და აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტო კადაფის რეჟიმთან მჭიდრო კავშირში იყვნენ. ეს თანამშრომლობა გულისხმობდა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ლიბიისთვის გადაცემასაც. დოკუმენტებს შორის ნაპოვნია საბუთები, რომ ბრიტანეთი და აშშ მონაწილეობდნენ გეგმაში, რომლის მიხედვითაც დააკავეს და აწამეს ლიბიელ მეამბოხეთა მაღალი რანგის ლიდერი, აბდელ-ჰაკიმ ბელჰაჯი. ბელჰაჯი ახლა ტრიპოლიში სამხედრო მეთაურია, რომელმაც მოითხოვა, რომ აშშ-მა და ბრიტანეთმა ბოდიში მოუხადონ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა შარშან შექმნა საგამოძიებო კომისა, რომელიც ექსტრემიტების წამებაში საიდუმლო სამსახურების მონაწილეობას იკვლევს საზღვარგარეთ, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ.
XS
SM
MD
LG