Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კომერსანტი“ საქართველოსა და რუსეთს შორის ახალ დაპირისპირებაზე წერს


საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა, შესაძლოა, მთლიანად გაწყდეს,—იუწყება “კომერსანტი”. გაზეთის წყაროს ცნობით, ამის სავარაუდო მიზეზი მოსკოვში საქართველოს საელჩოს კუთვნილი სასტუმრო “თბილისის” აუქციონზე გატანაა, რომელსაც “საქართველო თავის საკუთრებად მიიჩნევს”. “კომერსანტის” ინფორმაციით, საქართველომ მოსკოვიდან შესაძლოა, საკუთარი დიპლომატები გაიწვიოს და შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით მომუშავე რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევოს, რითაც „საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაწყდება”,—ნათქვამია “კომერსანტის” სტატიაში. გაზეთის ინფორმაცია უარყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. როგორც საქართველოს მთავრობის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა, ამ დროისთვის ზემოხსენებულ ვარაუდს საფუძველი არ გააჩნია.
XS
SM
MD
LG