Accessibility links

ირანში 4 ნარკომოვაჭრე ჩამოახრჩვეს


ირანში ნარკოტიკების უკანონოდ ვაჭრობისათვის 4 მსჯავრდებული დასაჯეს სიკვდილით ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე კერმანის საპყრობილეში. მსჯავრდებულთა ჩამოხრჩობის შესახებ ინფორმაცია ირანულმა გაზეთმა "შერგმა" გამოაქვეყნა. სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანის ბოლო ფაქტით184 მდე გაიზარდა ამ წლის განმავლობაში ირანში სიკვდილით დასჯილთა რაოდენობა. ოფიციოზის ინფორმაციით, გასულ წელს ირანში სიკვდილით 179 ადამიანი დასაჯეს, თუმცა უფლებათდამცველების ინფორმაციით ეს ციფრი გაცილებით დიდია. მათი მონაცემებით ირანი სიკვდილით დასჯილი პატიმრების მხრივ მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში და მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება. ირანში, რომელიც მიიჩნევს, რომ სიკვდილით დასჯა აუცილებელია ქვეყანაში წერსრიგისა და კანონიერების დასაცავად, სასიკვდილო განაჩენი მკვლელობის, გაუპატიურების, შეიარაღებული თავდასხმის, ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობისა და მრუშობისათვის გამოაქვთ.
XS
SM
MD
LG