Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია-ს ოფისთან სოლიდარობის აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა


არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისადმი სოლიდარობის ნიშნად, მის თბილისის ოფისთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი აპროტესტებენ ხელისუფლების შეტევას საქართველოში ერთ-ერთ ავტორიტეტულ და კვალიფიცურ ორგანიზაციაზე. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შეფასებით, ნაცვლად იმისა, რომ ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი მასალები გამოეკვლია და შეესწავლა, ორგანიზაცია სიცრუეში დაადანაშაულა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ნიკა კვინტრაძის საქმის გამო ჩატარებული გამოკვლევა ეკუთვნოდა სასამართლო ექსპერტიზის ავტორიტეტულ, ბრიტანულ ბიუროს და არა თავად ასოციაციას, როგორც ეს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა. დღესვე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს განცხადება რომელშიც ტელეკომპანიებს ”რუსთავი 2”-ს და ”იმედს” მოუწოდეს, დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის ნორმები და საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ფაქტების დამახინჯების გამო. განცხადების ხელმომწერებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ განაახლოს ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების ფაქტის გამოძიება და მისი შედეგები საზოგადოებას აცნობოს.
XS
SM
MD
LG