Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნმა მსოფლიოს ანტიტერორისტული კონვენციის აუცილებლობა შეახსენა


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა 11 სექტემბრის ტერაქტის წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით გაიმეორა, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი კონვენციის მიღება საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან ავსტრალიაში ვიზიტის დროს განაცხადა. გაეროს ფარგლებში ცამეტამდე ხელშეკრულებაა გაფორმებული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის თვითმფრინავების გატაცების, მასობრივი განადგურების იარაღისა და ტერორისტების დაფინასების შესახებ. თუმცა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყოვლისმომცველი ანტიტერორისტული კონვენციის ხელმოწერას ხელს უშლიდა დაუსრულებელი კამათი იმის თაობაზე, თუ რა არის ტერორიზმი და ვინ უნდა ჩაითვალოს ტერორისტად. ბან კი მუნმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ კონვენციის მიღება ჩავარდა და დასძინა, რომ „ტერორიზმის გამართლება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“.
XS
SM
MD
LG