Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილს კონცერტებისათვის გაღებული ხარჯების შემცირებისაკენ მოუწოდებენ


„კონსერვატიული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი და უფლებათა დამცველი დაჩი ცაგურია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ, კონცერტებისთვის განკუთვნილი თანხებით სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობა დააფინანსონ. როგორც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გამართულ პრესკონფერენციაზე ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, ბათუმში ფესტივალი "ოქროს ტალანტი" დღეს იხურება, რომლისთვის მიხეილ სააკაშვილმა მილიონობით ლარი დახარჯა იმ დროს, როდესაც სურამში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას არც ერთი თეთრი კომპენსაცია არ მიუღია და უამრავი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა.ჩხარტიშვილის განცხადებით, ისინი მოითხოვენ, რომ სააკაშვილმა შეწყვიტოს სხვადასხვა მუსიკალური ღონისძიებების დაფინანსება და ეს თანხები მიმართოს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის.
XS
SM
MD
LG