Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო და სირია განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებენ დაღუპულთა რიცხვის შესახებ


ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის, ნავი პილეის განცხადებით, სირიაში, სულ ცოტა, 2600 ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც მარტში დაიწყო ანტისამთავრობო გამოსვლები. პილეიმ დაღუპულების რიცხვი ახსენა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში გამოსვლისას. ეს რიცხვი კი 400-ით მეტია, ვიდრე მაჩვენებელი, რომელიც ბოლოს დაასახელეს გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა. პილეის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაცია ეფუძნება „ადგილზე სარწმუნო წყაროებიდან მიღებულ ცნობებს“. დღესვე სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მრჩეველმა განაცხადა, რომ არეულობებმა 1400 ადამიანი შეიწირა და რომ დაღუპულებს შორის არიან 700 ოპოზიციონერი და 700 პოლიციელი.
XS
SM
MD
LG