Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშედეგოდ დასრულდა ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ უშედეგოდ დასრულდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი, რომელიც 12 სექტემბერს ჟენევაში გაიმართა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ”ქართული მხარე მუდმივად მიდის კომპრომისზე, მაგრამ რუსული მხარე ჯიუტად დგას მის დაჩემებულ პოზიციებზე, როგორც ბოროდინოს ველზე.” გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკება კვლავ გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG