Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის ქაშმირის რეგიონში ჯარმა მეამბოხეთა მეთაური მოკლა


ინდოეთის პოლიციის თანახმად, ინდოეთის ჯარმა მოკლა პაკისტანში მოქმედი შეარაღებულ მეამბოხეთა ჯგუფის, "ლაშქარ-ე-ტაიბას" მეთაური. ცნობით, აბდულა უნი მოკლულ იქნა ინდოეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ქაშმირის ქალაქ სოპორეში. უნი ინდოეთში იძებნებოდა, მას ბრალდებოდა არაერთი თავდასხმის განხორცილება და დაგეგმვა. ლაშქარ ე ტაიბას ადანაშაულებენ ბომბეიში 2008 წელს მოწყობილ ტერორისტულ აქტში, როცა 160 ადამიანი დაიხოცა.
XS
SM
MD
LG