Accessibility links

logo-print

აშშ განაგრძობს ლიბიაში ნატოს ოპერაციის მხარდაჭერას


შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე განაახლებს ლიბიაში თავისი საელჩოს მუშაობას, განაცხადა ტრიპოლიში მოლაპარაკებისას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ჯეფრი ფელტმენმა. ოთხშაბათს ფელტმენი ტრიპოლიში შეხვდა მეამბოხეთა ეროვნული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელს, მუსტაფა აბდელ ჯალილს და პირობა მისცა მას, რომ ამერიკა მომავალშიც გააგრძელებს ლიბიაში ნატოს ოპერაციის მხარდაჭერას. ამერიკელი დიპლომატი ასევე მიესალმა იმ ფაქტს, რომ იზრდება ლიბიის ახალი ხელისუფლების კონტროლი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. მეამბოხეები კვლავაც ცდილობენ ბენი-ვალიდის, სირთისა და საბჰის დაკავებას. ეს სამი ქალაქი მუამარ კადაფის მხარდამჭერთა ხელშია. ამასობაში ლიბიის ჩამოგდებული დიქტატორის წარმომადგენელმა მუსა იბრაჰიმმა დღეს განაცხადა, რომ კადაფის ძალები ჯერაც აკონტროლებენ ქვეყნის დიდ ნაწილს და რომ თავად ის ძველებურად ლიბიაში იმყოფება.
XS
SM
MD
LG