Accessibility links

logo-print

რუსმა მილიარდერმა პროხოროვმა დატოვა პარტია „სამართლიანი საქმე“


რუსმა მილიარდერმა, მიხაილ პროხოროვმა გამოაცხადა, რომ ტოვებს პარტია „სამართლიან საქმეს“, რომლის ხელმძღვანელობასაც წელს შეუდგა და აპირებს ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის დაარსებას. დღესვე, მისი ოპონენტების შეხვედრაზე, მხარი დაუჭირეს პროხოროვის გადაყენებას პარტიის ლიდერის პოსტიდან. ორმა ფრაქციამ დღეს ცალ-ცალკე გამართა შეხვედრები მოსკოვში. თავისი მომხრეების წინაშე გამოსვლისას, პროხოროვმა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ვლადისლავ სურკოვი. „ქვეყანაში არის მეთოჯინე, რომელმაც დიდი ხანია, მოახდინა პოლიტიკური სისტემის პრივატიზება, დიდი ხანია დეზინფორმაციას აწვდის ქვეყნის ხელმძღვანელობას, ზეწოლას ახდენს საინფორმაციო საშუალებებზე და ცდილობს მოქალაქეთა მანიპულირებას. მას ჰქვია ვლადისლავ იურის ძე სურკოვი“, განაცხადა პროხოროვმა. ანალიტიკოსები განსხვავებულ შეფასებებს გამოთქვამენ იმის თაობაზე, მართლაც მოხდა განხეთქილება პარტიაში, რომელიც აქამდე კრემლის მხარდაჭერით სარგებლობდა, თუ ცდილობენ, ოპოზიციონერის იმიჯი შეუქმნან პროხოროვს, რუსეთში წლევანდელი დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.
XS
SM
MD
LG