Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიიდან იუწყებიან ინტენსიური ბრძოლების შესახებ


ლიბიიდან იუწყებიან ინტენსიურ ბრძოლებზე ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის მომხრეების ხელში დარჩენილი ორი ქალაქის ასაღებად. ცნობების თანახმად, ქუჩებში იბრძვიან კადაფის მშობლიურ ქალაქ სურთში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის პირას მდებარეობს. ეროვნული გარდამავალი საბჭოს მებრძოლებს ძლიერი წინააღმდეგობა ხვდებათ კადაფის მომხრეებისაგან. ახალი მთავრობის ჯარები აცხადებენ აგრეთვე, რომ ახალი იერიში წამოიწყეს ბანი ვალიდზე, საიდანაც მათ პარასკევს აიძულეს უკან დახევა კადაფის მებრძოლებმა. თვით კადაფის ადგილსამყოფელი უცნობი რჩება, მაგრამ მისი პრეს-მდივნის, მუსა იბრაჰიმის განცხადებით, კადაფი ლიბიაშია და ხელმძღვანელობს ბრძოლას გარდამავალი მთავრობის წინააღმდეგ. ეროვნული გარდამავალი მთავრობის ჯარებმა თითქმის ერთი თვის წინ გააძევეს კადაფის ძალები დედაქალაქ ტრიპოლიდან.
XS
SM
MD
LG