Accessibility links

logo-print

იემენში სნაიპერებმა მოკლეს, სულ ცოტა, 20 ადამიანი


იემენიდან გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მომხრე სნაიპერებმა, სულ ცოტა, 20 ადამიანი მოკლეს დედაქალაქ სანაში, სადაც გუშინ 26 ადამიანი შეიწირა დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობამ. კვირას დემონსტრაციაში, რომლის მონაწილეებიც პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის მმართველობის წინააღმდეგ გამოდიან, ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ცნობების თანახმად, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია მას შემდეგ, რაც იანვარში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტ სალეჰის მმართველობისათვის ბოლოს მოღების მოთხოვნით. სალეჰი 33 წელია, დგას ხელისუფლების სათავეში. ამჟამად ის საუდის არაბეთში მკურნალობს.
XS
SM
MD
LG