Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი ახლო აღმოსავლეთში ახალი საშუამავლო მისიისაკენ მოუწოდებს


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის ჩიხიდან გამოსაყვანად, საერთაშორისო საზოგადოებას გაეროს ტრიბუნიდან ახალი საშუამავლო მისიისაკენ მოუწოდა. „ახალო აღმოსავლეთში ჩვენ უნდა გავარღვიოთ ჩიხური ვითარება. ჩვენ დიდი ხანია შეთანხმებულნი ვართ, რომ პალესტინელები იმსახურებენ სახელმწიფოს. ისრაელს კი სჭირდება უსაფრთხოება. ორივე მხარეს სურს მშვიდობა. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ მოუღალავი ძალისხმევით შევუწყობთ ხელს სამშვიდობო მოწესრიგების პროცესს“, - განაცხადა ბან კი მუნმა. გაეროში დღეს გაიხსნა გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სხდომა, რომელზეც სიტყვით უკვე გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობას მთელს მსოფლიოში და განაცხადა, რომ „არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა ხელყოს სიტყვისა და რელიგიის თავისუფლება.“
XS
SM
MD
LG