Accessibility links

logo-print

გაერო პალესტინელთა საკითხს ორშაბათს განიხილავს


გაეროს განცხადებით, ამ მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ პალესტინელთა თხოვნას ის ორშაბათს განიხილავს. პალესტინელთა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა გაეროს გენერალურ მდივანს პარასკევს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გადასცა წერილი, რომელშიც გაეროში გაწევრიანების თხოვნა ოფიციალურად არის გაფორმებული. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, გაეროს განუცხადა, რომ მშვიდობას მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებები მოიტანს. უშიშროების საბჭოში უთანხმოების თავიდან არიდების მიზნით, ახლო აღმოსავლეთის შუამავალთა ოთხეული გამოდის მოწოდებით, სამშვიდობო მოლაპარაკებები ოთხი კვირის ფარგლებში განახლდეს, „მნიშვნელოვანი პროგრესი“ ექვსი თვის განმავლობაში აღირიცხოს, შეთანხმება კი ერთი წლის განმავლობაში შედგეს. აშშ-ის განცხადებით, თუ საქმე კენჭისყრამდე მივა, ის ვეტოს გამოიყენებს.
XS
SM
MD
LG