Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის მაღალჩინოსნები აშშ-ის ბრალდებების შესახებ შეხვედრას მართავენ


პაკისტანის სამხედრო მაღალჩინოსნებმა დღეს შეხვედრა უნდა გამართონ, რომელზეც განიხილავენ აშშ-ის ბრალდებას - რომ სამხედრო უწყების სადაზვერვო სააგენტომ დახმარება აღმოუჩინა ექსტრემისტულ ჯგუფ ჰაქანის, როცა მათ 13 სექტემბერს ავღანეთში აშშ-ის საელჩოზე მიიტანეს იერიში. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იუსუფ რაზა გილანიმ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ის ავღანეთის ირგვლივ აშშ-ის „დაბნეულობის“ ნიშანია. ვაშინგტონი დიდი ხანია პაკისტანს ბრალს სდებს ექსტრემისტებთან კავშირში - იმ ფონზე, როცა თან პაკისტანს სამხედრო და ეკონომიკური დახმარების სახით მილიარდობით დოლარს აძლევს, ტერორიზმის წინააღმდეგ ომში მისი მხარდაჭერის სანაცვლოდ. პარალელურად, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ჩრდილოდასავლეთ პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან მომხდარ შეტაკებას თალიბანის სულ მცირე 28 მებრძოლი და ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლნენ.
XS
SM
MD
LG