Accessibility links

რუსეთმა ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა წყნარი ოკეანის პატარა კუნძულ-სახელმწიფო ტუვალუსთან - მას შემდეგ, რაც გასული კვირის ბოლოს ტუვალუმ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რუსეთის მედიის თანახმად, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში ლავროვი ტუვალუს პრემიერ-მინისტრ ვილი ტელავის შეხვდა, შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად. კუნძულ ტუვალუს ფართობი 26 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს და იქ 12,000-ზე ცოტა მეტი ადამიანი სახლობს. სამხრეთ ოსეთისა დ აფხაზეთის აღიარებით ტუვალუ შეუერთდა ნაურუს, ვანუატუს, ვენესუელას, ნიკარაგუას და რუსეთს.
XS
SM
MD
LG