Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გამოეხმაურნენ ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში წინასწარ დაგეგმილი და მოსალოდნელი უწოდეს რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად ვლადიმირ პუტინის დასახელებას და მომავალი წლის არჩევნების შემდეგ, პრემიერ-მინისტრად დმიტრი მედვედევის შესაძლო დანიშვას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეფასებით, ”რუსული პოლიტიკური როქი” დამაფიქრებელია რეგიონისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ ქმნის გამომდინარე იმ პოლიტიკიდან, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს. ძალაუფლების გადანაწილების რუსული მოდელის შეფასებისგან დღეს თავი შეიკავა საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოფიციალურ პოზიციას ვაშინგტონში გამოხატავენ.
XS
SM
MD
LG