Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა დაასახელა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ანტონ სილუანოვი დაასახელა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად მას შემდეგ, რაც წინა დღეს ფინანსთა მინისტრის პოსტიდან გადადგა ალექსეი კუდრინი. პუტინმა განაცხადა ასევე, რომ პირველი ვიცე-პრემიერი, იგორ შუვალოვი შეასრულებს კუდრინის, როგორც ვიცე-პრემიერის ფუნქციებს, რაც ითვალისწინებს ფინანსების დარგში მთავრობის საქმიანობის მეთვალყურეობას. როგორც პუტინმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ორივე გადაწყვეტილება მიღებულია პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეთანხმების საფუძველზე. „ეს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებაა“, - დასძინა პუტინმა.
XS
SM
MD
LG