Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მოითხოვს „იურიდიულ გარანტიებს“ აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის გამო


რუსეთი მოითხოვს „მყარ იურიდიულ გარანტიებს“, რომ აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის გლობალური სისტემის განთავსება ძირს არ გამოუთხრის მსოფლიოში „სტრატეგიული სტაბილურობის საფუძვლებს“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას. მანვე ავღანეთში მოქმედ მრავალეროვან ძალებს მოუწოდა, უფრო აქტიურად ებრძოლონ ამ ქვეყანაში ნარკოტიკების წარმოებას. რუსეთი, ლავროვის თქმით, „ჰეროინის აგრესიას“ განიცდის.
XS
SM
MD
LG