Accessibility links

logo-print

რაბანის მკვლელობაში შეიძლება პაკისტანელები იყვნენ გარეული


ავღანეთის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი,ს რაბანის მკვლეობაში შეიძლება მონაწილეობდნენ პაკისტანელები. „ბი-ბი-სის“ თანახმად, ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ სულ მალე გააგზავნის ავღანეთში საგანგებო საგამოძიებო ჯგუფს. მისი თქმით, თუ ისლამაბადი უარს იტყვის თანამშრომლობაზე რაბანის მკვლეობის გამოძიებაში, ის გაეროს მიმართავს. მისივე თანახმად, თალიბებთან მოლაპარაკება შეწყდება, თუ დადგინდა, რომ ისინი იყვნენ რაბანის მკვლელობასთან კავშირში.
XS
SM
MD
LG