Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ვარაუდობს, რომ რუსეთი წლის ბოლომდე შეძლებს ვმო-ში გაწევრიანებას


აშშ კვლავ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას წლის ბოლომდე შეძლებს - ამის შესახებ გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში განაცხადა აშშ-ის ელჩმა რუსეთში ჯონ ბაიერლიმ. საქართველოსთან უთანხმოების შესახებ დასმულ შეკითხვას ამერიკელმა დიპლომატმა უპასუხა, რომ შეერთებულმა შტატებმა ქართველ მეგობრებს თავიდანვე მკაფიოდ მიანიშნა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება სასარგებლო იქნება არა მხოლოდ მოსკოვისა და ვაშინგტონის, არამედ თბილისისთვისაც. ”დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ყველა საკითხი გადაწყდება და ჩვენ ერთად მივესალმებით რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგებში, სადაც არის კიდეც მისი ადგილი”, - განაცხადა ელჩმა ბაიერლიმ.
XS
SM
MD
LG