Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირს სურს ყაზახეთის გაზზე კონტრაქტის გაფორმება


ევროკავშირი გამოთქვამს სურვილს, ენერგორესურსებით მდიდარ ყაზახეთთან გააფორმოს კონტრაქტი გაზით მომარაგების შესახებ. ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, გუნტერ ოტინგერმა დღეს განაცხადა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ ფორუმზე, რომ ორ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, მომავალ კვირაში ასტანაში გააფორმოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობის გასააქტიურებლად. ყაზახი ოფიციალური პირების განცხადებით, კონტრაქტის მიხედვით, ყაზახეთი 20-30 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გააგზავნის კასპიის ზღვასთან მდებარე თენგიზის საბადოდან თურქეთში - თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით. ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებს არ დაუდასტურებიათ ეს მონაცემები. მათი განცხადებით, ჯერ არ ჩატარებული მოლაპარაკება იმპორტის მოცულობის დეტალებზე.
XS
SM
MD
LG