Accessibility links

logo-print

ცხინვალმა რუსეთიდან შესვლა შეზღუდა დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთიდან შესვლა შეზღუდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მურად ჯიოევმა ოსურ და რუსულ სააგენტოებს დღეს განუცხადა, რომ შეზღუდვა შეეხება უცხოეთის ზოგიერთი კატეგორიის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებმაც შესაძლოა, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე. ჯიოევის განმარტებით, შეზღუდვა არ შეეხება რუს სამხედროებს, მესაზღვრეებს, მათი ოჯახის წევრებსა და რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღდგენით და სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობენ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ შეზღუდვა მას შემდეგ დააწესა, რაც 30 სექტემბერს ცხინვალში, ადგილობრივი ცსკ-ის შენობაში შეჭრა სცადეს რუსეთის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯამბოლათ თედეევის მხარდამჭერებმა, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატად თედეევის რეგისტრაციას მოითხოვდნენ. ადგილობრივი პროკურატურის ცნობით, მომხდარის გამო დაკავებულია 34 პირი.
XS
SM
MD
LG