Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუდგი უშედეგოდ დასრულდა


4 ოქტომბერს უშედეგოდ დასრულდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მე-17 რაუნდი. ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიების უსაფრთხოებასთან და საერთაშორისო მეთვალყურეობასთან დაკავშირებული კონკრეტული წინადადებებით წარსდგა. ქართულმა მხარემ ასევე მოითხოვა საქართველოს იმ მოქალაქეების განთავისუფლება, რომლებიც ცხინვალის საპატიმროებში არიან. რუსეთისა და ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ნდობის აღდგენასთან დაკავშირებულ პროექტებზე, მათ იგნორირება გაუკეთეს დევნილების თემას. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა პრაქტიკულად ყველა წინადადება დაბლოკესო. მისივე თქმით: ”ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არანაირი შედეგი არ გვაქვს. მოსკოვისა და მარიონეტული რეჟიმების პოზიცია ამ რაუნდზე იყო ალბათ იმაზე ხისტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა”.
მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ შემდეგი შეხვედრა 14 დეკემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG