Accessibility links

logo-print

კოსოვოში ადამიანის ორგანოებით მოვაჭრეებს ასამართლებენ


კოსოვოში სასამართლოს წინაშე წარდგა შვიდი პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა. გამოძიების თანახმად, ისინი მოიძიებდნენ დონორბს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთისდან, მოლდავეთიდან და ყაზახეთიდან და ორგანოს საფასურად 15 ათას ევროს სთავაზობდნენ. ამტკიცებენ, რომ 2008 წელს პრიშტინის კლინიკაში ტრანსპლანტაციის 30-მდე არალეგალური ოპერაცია ჩატარდა. კოსოვოში ორგანოებით ვაჭრობის თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს კომისიის დასკვნით, 90-იან წლებში ამგვარ საქმიანობასთან კავშირში იყვნენ კოსოვოს ახლანდელი ხელმძღვანელები. ევროკავშირის მისიამ კოსოვოში საგანგებო ჯგუფი შექმნა, რომელიც იძიებს ბრალდებებს.
XS
SM
MD
LG