Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი გამომძიებლის თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეთითხნილია


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილების გამომძიებელმა ნელი დმიტრიევამ, რომელიც დღეს დააკავეს ქრთამის გამოძალვის ეჭვის ნიადაგზე, განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეთითხნილია. მიღებული ცნობების თანახმად, დმიტრიევა ამტკიცებს, რომ მისი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა, ყალბი ჩვენება მიეცა თავისი უფროსის, რუსეთის საშინაო უწყების მთავარი საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელის, ივან გლუხოვის წინააღმდეგ. გამოძიების ვერსიით, დმიტრიევა სამ მილიონ დოლარს სთხოვდა კონტრაბანდაში ეჭვმიტანილ პირებს და სანაცვლოდ მათს წინააღმდეგ აღძრული საქმის დახურვას ჰპირდებოდა.
XS
SM
MD
LG