Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიმიის დარგში 2011 წლის ნობელის პრემია ერგო დანიელ შეხტმანს ისრაელიდან


ქიმიის დარგში 2011 წლის ნობელის პრემიის ლაურეატად გამოცხადდა დანიელ შეხტმანი ისრაელიდან. შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ დღეს ლაურეატის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ შეხტმანმა აღმოაჩინა „კვაზიკრისტალები“, რომელთა არსებობა მანამდე შეუძლებლად იყო მიჩნეული და ამით „ძირეულად შეიცვალა ქიმიკოსთა წარმოდგენა მყარ მატერიაზე“. ქიმიის დარგში ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლარს თელანდერმა თქვა, რომ აღმოჩენამ მეცნიერების მრავალი დარგი გაამდიდრა. ქიმიის გარდა აქამდე გამოცხადდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები მედიცინასა და ფიზიკაში.
XS
SM
MD
LG