Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა დაგმო სირიელ ქურთთა ოპოზიციონერი ლიდერის მკლელობა


თურქეთმა დაგმო სირიელი ოპოზიციონერი ლიდერის, ეთნიკური ქურთის მკვლელობა და გააფრთხილა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობა, რომ „ძალადობრივი დევნა ვერ შემოატრიალებს ქვეყნის ისტორიის კურსს“. დაუდგენელმა პირებმა, მიშაალ -ალ ტამო პარასკევს მოკლეს სირიის ქალაქ ყამიშლიში. შაბათს, მისი დასაფლავებისას, სირიის ჯარმა ცეცხლი გაუხსნა მგლოვიარეებს და ხუთი ადამიანი დახოცა. შეკრებილმა 50 ათასამდე ადამიანმა მსვლეობა მოაწყვეს. ზოგიერთი მათგანი ასადის საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაიძახოდა. თურქეთმა ასევე გაკიცხა სირიის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ რიად საეფზე თავდასხმა.
XS
SM
MD
LG