Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო კვარტეტი ისრაელსა და პალესტინელთა შორის მოლაპარაკების განახლებას ცდილობს


დიპლომატების საერთაშორისო ჯგუფი მალე ისრაელსა და პალესტინელებს დაუკავშირდება, რათა 2008 წლის შემდეგ შეწყვეტილი სამშვიდობო მოლაპარაკება განახლდეს. კვარტეტად წოდებული ჯგუფი, რომელში გაერო, ევროკავშირი, აშშ და რუსეთი შედიან, დღეს შეიკრიბა ბრიუსელში, რათა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად საერთაშორისო ზეწოლის სტრატეგია შეიმუშაოს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა, რომელიც მასპინძლობდა შეხვედრას, განაცხადა, რომ კარგ წინსვლას მივაღწიეთო. პალესტინის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰანან აშვარიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკების განახლება არ იქნება პრობლემა, თუკი კვარტეტი დაარწმუნებს ისრაელს, შეაჩეროს მშენებლობები. პალესტინელთა ავტონომიის პირობაა, რომ ისრაელმა შეწყვიტოს ებრაელთათვის ბინების მშენებლობა პალესტინელთა ტერიტორიებზე.
XS
SM
MD
LG