Accessibility links

logo-print

ჟენევაში უშედეგოდ დასრულდა საქართველო-რუსეთის მოლაპარაკები


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს როდის, ან საერთოდ გაგრძელდება, თუ არა რუსეთთან მოლაპარაკება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ამ ქვეყნის გაწევრიანების შესახებ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ჟენევაში უშედეგოდ დასრულდა საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა, რომ რუსეთი უარს ამბობს მის მიერ შესასრულებელი ელემენტარულ მინიმუმზეც კი. ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ დეტალური კომენტარი საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ჟენევიდან დაბრუნების შემდეგ გავრცელდება.
XS
SM
MD
LG