Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა გზის სამუშაოების წინააღმდეგ მიმართულ აფეთქებებს


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ექვსი ადამიანი დაიღუპა აფეთქებებისას, რომლებიც მიმართული იყო გზის მშენებლობაში დასაქმებულთა წინააღმდეგ პაკისტანთან საზღვრის სიახლოვეს. პოლიციამ ჯერ გაავრცელა ცნობა, რომ სატვირთო ავტომანქანა აფეთქდა კუნარის პროვინციაში. მაგრამ მოგვიანებით დაზუსტდა, რომ მეორე ბომბიც აფეთქდა, როცა პირველი აფეთქების შემდეგ ადგილზე მივიდნენ მავშელთა ჯგუფები. კუნარის მთავრობის პრესმდივნის განცხადებით, პირველი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მეორემ კი შეიწირა ორი ადამიანი, მათ შორის ავღანელი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი. კუნარის პოლიციის უფროსმა თალიბანს დააკისრა აფეთქებებზე პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG