Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფეხბურთელებმა მარცხით დაასრულეს შესარჩევი ტურნირი


საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაასრულა თავისი გამოსვლა ევროპის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. საქართველოს ფეხბურთელებმა თბილისში, ანგარიშით 1:2, დათმეს მატჩი საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან, რომელმაც F ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა ხორვატიის ნაკრები, რომელმაც ლატვიის ეროვნულ გუნდთან გამარჯვების შედეგად (2:0) პლეი-ოფში თამაშის უფლება მიიღო. საქართველოს ფეხბურთელები შესარჩევ ჯგუფში მეხუთე ადგილს დასჯერდნენ და მხოლოდ მალტის სუსტი ნაკრები ჩამოიტოვეს.
XS
SM
MD
LG