Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთი მიმართავს „გადამწყვეტ“ ზომებს მისი ელჩის მკვლელობის გეგმის საპასუხოდ


საუდის არაბეთის განცხადებით, ის აპირებს, გადამწყვეტ ზომებს მიმართოს, სავარაუდოდ, ირანის მხარდაჭერით მომზადებული გეგმის გამო, რომელიც ითვალისწინებდა ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩის მოკვლას. განცხადებაში, რომელსაც ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს, მკაცრად არის დაგმობილი შეთქმულება და აღნიშნულია, რომ საუდის არაბეთი გააგრძელებს კონტაქტებსა და სათანადო ზომების კოორდინაციას შეერთებულ შტატებთან. შეერთებულ შტატებში ამ კვირაში წაუყენეს ბრალდებები ირანული წარმოშობის ორ მამაკაცს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩის, ადელ ალ-ჯუბეირის მკვლელობის მზადებაში. ბრალდების მიხედვით, ეს გეგმა ირანელ ოფიციალურ პირებთან იყო შეთანხმებული. ირანი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ცდილობს, ამერიკელების ყურადღება გადაიტანოს ეკონომიკური პრობლემებიდან სხვა თემაზე.
XS
SM
MD
LG