Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს „პირდაპირი კონტაქტი“ აქვს ირანთან, საუდის არაბეთის ელჩის საკითხზე


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკელ ოფიციალურ პირებს „პირდაპირი კონტაქტი“ აქვთ ირანელ ოფიციალურ პირებთან, ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩის მოკვლის გეგმის აღმოჩენასთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ვიქტორია ნულანდის ინფორმაციით, ოთხშაბათს შედგა კონტაქტი აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის. მას დეტალებზე არ უსაუბრია. ირანის რეჟიმი უარყოფს ბრალდებას, რომ ის დგას ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩის მოკვლის გეგმის უკან. თეირანი ირწმუნება, რომ ვაშინგტონი ცდილობს, დაძაბოს ურთიერთობა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს შორის. შეთქმულების აღმოჩენის შემდეგ ამ საკითხზე თავის პირველ განცხადებაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს „უმკაცრეს სანქციებს“ ირანის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG