Accessibility links

logo-print

აჰმადინეჟადი სიცრუეს უწოდებს აშშ-ის ბრალდებას მკვლელობის გეგმის შესახებ


ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით, შეერთებული შტატების ბრალდება, რომ ირანი გეგმავდა ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩის მოკვლას, წააგავს ბრალდებას, რომელსაც თითქოსდა მასობრივი განადგურების იარაღის გამო უყენებდნენ ერაყს, სადაც ამ ბრალდების საფუძველზე დაიწყო სამხედრო ინტერვენცია. აჰმადინეჟადის თქმით, გამოჩნდება, რომ ირანისთვის წაყენებული ბრალდება ისეთივე სიცრუეა, როგორიც ერაყის შემთხვევაში იყო. აჰმადინეჟადმა ორშაბათს არაბულენოვან ტელეკომპანია ალ-ჯაზირასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონის ბრალდებით გამიზნულია ირანსა და საუდის არაბეთს შორის განხეთქილების მიღწევა და სპარსეთის ყურეში დომინირება. შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ ორ მამაკაცს წაუყენა ბრალდება, რომ გეგმავდნენ ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩის მოკვლას. ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც ირანისა და შეერთებული შტატების მოქალაქეობა აქვს, შეერთებულ შტატებშია დაკავებული, მეორე კი მაღალ თანამდებობაზე მუშაობს ირანის რევოლუციურ გვარდიაში.
XS
SM
MD
LG