Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელსა და პალესტინელებს შორის პატიმართა გაცვლა შედგა


ისრაელში დაბრუნდა ჯარისკაცი გილად შალიტი, მას შემდეგ, რაც ის ჰამასსა და ისრაელს შორის პატიმართა გაცვლის ოპერაციის ფარგლებში გაათავისუფლეს. ისრაელმა, თავის მხრივ, 500-მდე პალესტინელი გაათავისუფლა პატიმრობიდან. ჰამასს შალიტი ხუთი წლის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული ღაზის სექტორში. დღეს დილით ის ეგვიპტეს გადაეცა, შეთანხმების პირობების თანახმად. როგორც ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა, ისრაელმა დღეს 477 პალესტინელი გაათავისუფლა - მათ შორის ისინიც, ვინც ისრაელის წინააღმდეგ სისხლიან თავდასხმებში იყვნენ ბრალდებული. წლის ბოლომდე ისრაელი კიდევ 550 პატიმარს გაუშვებს. პატიმართა გაცვლის ოპერაციას ღაზის სექტორში სიხარულით შეხვდნენ. ჰამასის ერთ-ერთმა ლიდერმა, ისმაილ ჰანიემ ხალხს უთხრა, პატიმართა გაცვლა ჩვენი მოძრაობისთვის „უპრეცედენტო“ და „ისტორიული მნიშვნელობის“ გამარჯვებას წარმოადგენსო. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯეი კარნიმ, თავის მხრივ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა პატიმართა გაცვლის ოპერაციით გახარებულია და ისრაელელებსა და პალესტინელებს სამშვიდობო მოლაპარაკების აღდგენის მიზნით ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG