Accessibility links

მერკელი: ევროკავშირის ხელშეკრულების შეცვლა ტაბუ არ არის


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირის ხელშეკრულებაში შესაძლებელი ცვლილებები ტაბუს არ წარმოადგენს. ამის შესახებ მან ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ ტრიშეს პატივსაცემად გამართულ შეხვედრაზე, მაინის ფრანკფურტში განაცხადა. ტრიშე ამ თვის ბოლოს გადადგება. მერკელის მოწოდებით, საჭიროა სწრაფი და არაკონვენციური მოქმედება, რათა ევროზონის კრიზისი მოგვარდეს. მას ღრმად სწამს, რომ ევროპა მოერევა პრობლემას. დღესვე, ფრანკფურტში ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რათა მერკელს ამ პრობლემაზე მოელაპარაკოს. შეხვედრისგან განცხადებას არ მოელიან, ის სამუშაო ხასიათისაა.
XS
SM
MD
LG