Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამაზ ჩხიკვაძე მიწას მიაბარეს


უამრავმა ადამიანმა ტაშითა და ცრემლით გააცილა უკანასკნელ გზაზე დიდი ქართველი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე. მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა მის უსაყვარლეს რუსთაველის თეატრში, რომლის სცენაზეც მსახიობმა დაუვიწყარი როლები ითამაშა. მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის გვერდით დაკრძალეს. მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო (1979), რუსთაველის (1980) და მარჯანიშვილის (1975) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.
XS
SM
MD
LG