Accessibility links

logo-print

თურქეთის არმიამ 30-ზე მეტი ქურთი მეამბოხე დახოცა


თურქეთის მედიის ინფორმაციით, დღეს 30-ზე მეტი ქურთი მეამბოხე გაანადგურეს სამხედრო ოპერაციის შედეგად, რომელსაც თურქეთის არმიის დანაყოფები აწარმოებენ იმ სავარაუდო მეამბოხეების წინააღმდეგ, რომლებმაც კვირის დასაწყისში 24 თურქი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო ძალების ოპერაცია გრძელდება ჰაკარის პროვინციაში ერაყის ჩრდილოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც ქურთ მუშათა პარტიის სამხედრო ბაზებია განლაგებული.
XS
SM
MD
LG