Accessibility links

თურქეთში მძლავრი მიწისძვრა მოხდა


ძლიერი მიწისძვრა დაატყდა თავს თურქეთის ქალაქ ვანს, რომელიც ირანის საზღვრიდან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის შკალით 7,3 ბალს აღწევდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ ვანიდან 19 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, დაინგრა და დაზიანდა ქალაქის ცენტრში მდებარე რამდენიმე შენობა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სადაც შეშინებულმა ადამიანებმა სახლები დატოვეს. სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრა სომხეთში 5-6 ბალს აღწევდა.
XS
SM
MD
LG