Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში ძალადობას 20 კაცი ემსხვერპლა


იემენის ხელისუფლებისა და ექიმების ინფორმაციით, შაბათს სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა ძალადობის შედეგად, რომელიც მოჰყვა გაეროს რეზოლუციას. 21 ოქტომბერს გაერომ მოუწოდა ქვეყნის პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის, რათა შეწყვიტოს ძალადობა და თანამდებობა დაუყოვნებლად დატოვოს. თუმცა სალეჰი გადადგომას ჯერჯერობით არ ჩქარობს. ბრძოლებში, რომლებსაც დედაქალაქ სანაას ქუჩებში ქვეყნის პრეზიდენტის ერთგული ძალები ანტისამთავრობო მებრძოლების წინააღმდეგ აწარმოებენ, მთავრობისა და ოპოზიციის მომხრე სამხედროების გარდა, კერძო ტელევიზიის ერთი თანამშრომელიც დაიღუპა.
XS
SM
MD
LG